მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Mundus Vini, რომელიც გერმანიაში ჩატარდა, ბადაგონის ღვინოებმა კვლავ ოქროს მედლები მოიპოვა:

🥇საფერავი რეზერვი
🥇კახური წარჩინებული, წითელი მშრალი
🥇ალავერდის ტრადიცია, წითელი მშრალი
🥇საფერავი ქვევრი

Mundus Vini ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის საერთაშორისო კონკურსია. ის დაარსებულია გამომცემლობა Meininger-ის მიერ და გერმანიაში უკვე 20 წელზე მეტია წელიწადში ორჯერ ტარდება. Mundus Vini-ის საზაფხულო კონკურსზე წელს წარმოდგენილი გახლდათ 12000-ზე მეტი ღვინო 36 ღვინის მწარმოებელი ქვეყნიდან. ღვინოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა 200-ზე მეტმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა შეაფასა.

ვულოცავთ საქართველოს და ქართულ მეღვინეობას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!