მოგზაურობისა და გასტრონომიის შესახებ სტატია გვიყვება ქართული მეღვინეობის 8 000-წლიანი ტრადიციის შესახებ. ავტორი აღფრთოვანებას არ მალავს ქვევრში ღვინის დაყენების საოცარი მეთოდისა და ასევე ადგილობრივი კერძების მიმართ.

სტატიის ავტორი ესტუმრა ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის ისტორიულ მარანს, სადაც ბერებმა ღვინის დაყენების უძველესი მეთოდი აღადგინეს და სადაც დღესდღეობით ბადაგონის ქვევრის ღვინოები ძველი წესის სრული დაცვით მზადდება. სტატიაში მოთხრობილია ალავერდის მონასტრის რელიგიური ცხოვრებისა და ღვინის დაყენების საბჭოთა ეპიქაში შეწყვეტის შესახებაც, რომელიც 2006 წელს „ბადაგონის” დახმარებით აღდგა და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციამ ახალი სიცოცხლე შეიძინა.

ავტორი ესტუმრა ასევე რესტორანს „ბადაგონის სახლი ალავერდთან” რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ტრადიციული ქართული და თუშური სამზარეულოს მოყვარულთა შორის. ის აღფრთოვანდა ისეთი თუშური კერძრბით, როგორიცაა კოტორი და ყველის ფონდიუს მსგავსი ხავიწით. რესტორანი სტუმრებს სთავაზობს კერძების დეგუსტაციას ბერების მიერ ქვევრში დამზადებული ღვინის თანხლებით.

ავტორის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ყოველივე ეს ნათლად წარმოაჩენს „ბადაგონის“ წვლილს როგორც ადგილობრივი გასტრონომიის, ასევე ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.