„ბადაგონი – წამყვანი შუქურა თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიაში” – ასე მოიხსენიებს აღიარებული სომელიე და ღვინის ჟურნალისტი ჯულია სკავო ბადაგონს ვრცელ სტატიაში, რომელიც ქართული მეღვინეობის მდიდარ მემკვიდრეობას ეძღვნება.
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ღვინის ინდუსტრიაში წამყვანი ფრანგული გამოცემის Gilbert& Gaillard- ის 2025 წლის ზამთრის ნომერში ბადაგონის ისტორია, მიღწევები და ღვინის უნიკალურობაა მიმოხილული.სტატიაში ხაზგასმულია ჩვენი ღვინოების გამორჩეული მახასიათებლები, რომლებიც Gilbert & Gaillard International Challenge-ში უმაღლესი ქულებით დააჯილდოვეს!