ბადაგონის ისტორია

ბადაგონის დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას მეღვინეობის სფეროში მოღვაწეობის დაწყების უპირველესი მიზანი იყო ისეთი მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნა, რომელიც  თვალნათლივ ასახავდა თავისი წარმომავლობის ღრმა შინაარსს. 2006 წელს, ქართული მეღვინეობის გულში – კახეთში, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში, გიორგი სალაყაია წინ გაუძღვა მისიას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისათვის, რომელსაც უზომოდ დიდი პოტენციალი ჰქონდა ღვინის ინდუსტრიაში, თუმცა საბჭოთა რეჟიმ-გამოვლი, განვითარებას სრულიად  იყო მოკლებული.

გამორჩეული ქართული ღვინოების შექმნისთვის ყველა საჭირო ბუნებრივი რესურსით მდიდარი ეს ადგილი იმ დროისათვის მიტოვებული იყო. მრავალი გამოწვევის მიუხედავად, გიორგი სალაყაიამ და მისმა ერთგულმა გუნდმა ძალისხმევა არ დაიშურეს და შედეგებიც თანდათან გამოჩნდა თვალსაწიერში. მათმა დაუღალავმა შრომამ, მაშინდელი მცირე საწარმო, დღეს საქართველოში წამყვან ღვინის მწარმოებლად აქცია, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ელჩის ფუნქციას ღირსეულად ასრულებს.

ბადაგონის ფილოსოფია:
ჩვენ ვქმნით საუკეთესო ქართულ ღვინოს ვაზის მხოლოდ ქართული ჯიშებისგან, ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ტრადიციისა და ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეცნიერული ცოდნის ჰარმონიულად შერწყმით.

ბადაგონში ვქმნით ღვინოს ვაზის მხოლოდ ქართული ჯიშებისგან და ვიყენებთ როგორც ქართულ ტრადიციულ, ასევე ღვინის დაყენების კლასიკურ ევროპულ ტექნიკებს.
2017 წლიდან მოყოლებული, ბადაგონი ქართული ღვინის წამყვანი ექსპორტიორია და გააქვს ღვინო მსოფლიოს 35 ქვეყანაში. ჩვენ წელიწადში 12 000 000 ბოთლ ღვინოს ვაყენებთ და ამ ღვინოების ფართო სპექტრი მოიცავს წყნარ ღვინოებს, ცქრიალა ღვინოებს, ჭაჭას და რა თქმა უნდა ქვევრის ღვინოებს.  ბადაგონის ქვევრის ღვინოების დაყენება ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის ისტორიულ მარანში ხდება უძველესი ქართული ტრადიციის სრული დაცვითა და ბერების ლოცვა-კურთხევით.

ისტორიის სიღრმიდან მომავალი გზა, გლობალური ამბიცია.

ბადაგონი გახლავთ პიონერი ქართული მეღვინეობის სტანდარტების აწევის საქმეში, რაც გამოიხატა მაღალი კლასის დახვეწილი ტექნოლოგიების შემოტანით. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ ცნობილ იტალიურ საერთაშორისო კვლევით ცენტრთან „Enosis Meraviglia“, რომელსაც ცნობილი ენოლოგი დოქტორი დონატო ლანატი ხელმძღვანელობს.

დღეისათვის კომპანიაში 1500 თანამშრომელია დასაქმებული. ბადაგონს საკუთარი წვლილი შეაქვს საქართველოში  ღვინის ტურიზმის განვითარებაშიც – ჩვენ გავხსენით სტუმართმასპინძლობის სხვადასხვა ობიექტი თბილისსა და კახეთში და ასევე ხელს ვუწყობთ მეღვინეობის სფეროში განათლებას „იყალთოს ქვევრის პირველი სკოლა-აკადემიის“ აღორძინებით. ჩვენ ვახდენთ ყურძნის ქართული ჯიშების საერთაშორისო დონეზე კვლევებს და ვახდენთ სხვადასხვა არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობას.

დღეისათვის კომპანიაში 1500 თანამშრომელია დასაქმებული. ბადაგონს საკუთარი წვლილი შეაქვს საქართველოში  ღვინის ტურიზმის განვითარებაშიც – ჩვენ გავხსენით სტუმართმასპინძლობის სხვადასხვა ობიექტი თბილისსა და კახეთში და ასევე ხელს ვუწყობთ მეღვინეობის სფეროში განათლებას „იყალთოს ქვევრის პირველი სკოლა-აკადემიის“ აღორძინებით. ჩვენ ვახდენთ ყურძნის ქართული ჯიშების საერთაშორისო დონეზე კვლევებს და ვახდენთ სხვადასხვა არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობას.

Winery Producing more than
13 millions of bottles per year

Staff
1500 employees

Export
More than 35 countries

Year of Foundation
2006

Vineyard
500 ha in Kakheti microzones

Grapes
Only Georgian grape varieties