ჩვენ ვრჩებით საუკუნეების სიღრმიდან წამოსული ტრადიციის ერთგულნი, რათა თქვენამდე სათუთად მოვიტანოთ მისი საუკეთესო ვერსია.
კავკასიონის ქედის დიდებული ფონზე აღმართული ალავერდის მონასტერი არა მხოლოდ კახეთის გული და სულია, არამედ მთელი საქართველოს სულიერების სიმბოლოს ქარმოადგენს. ეს შთამბეჭდავი მართლმადიდებლური საოცრება, რომელიც მოხდენილად აღმართულა ალაზნის ველზე, სათავეს IX საუკუნეში იღებს და საუკუნეების მანძილზე განმანათლებლობის საქმეს ემსახურებოდა. ალავერდი თავის წიაღში იზიდავდა სწავლულებს, მომლოცველებსა და მოგზაურებს როგორც შორიდან, ისე ახლოდან. მისი ცაში აჭრილი გუმბათი, დახვეწილი ფრესკები და მარადიული არქიტექტურა დღესაც აგრძელებს სტუმრების მოხიბვლას, ინარჩუნებს რა საქართველოს ღრმა რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს.

8000 წლიანი ტრადიცია და არანაირი კომპრომისი. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს ხარისხს.

საუკუნეების მანძილზე, აქ მცხოვრები ქართველი ბერებისთვის მეღვინეობა ყოველდღიური ცხოვრების ქვაკუთხედს წარმოადგენდა. ხშირი შემოსევების პერიოდში, რწმენისა და ტრადიციის ამ მცველებმა ქართული მონასტრების კედლებში შეინარჩუნეს მეღვინეობის უნიკალური მეთოდები. რამდენიმე ათეული წლის წინ, ისტორიკოსებმა და არქეოლოგებმა ალავერდში გასაოცარი აღმოჩენა გააკეთეს – მიწის ქვეშ აღმოჩნდა მე-11 საუკუნის უზარმაზარი მარანი, სადაც 40-ზე მეტი ქვევრი ინახებოდა. სწორედ ეს ქვევრები, მონასტრის ბრწყინვალე წარსულისა და ბერების ხელობისადმი ურყევი ერთგულების ჩუმი მოწმეები აღმოჩნდნენ.
2006 წელს, ბადაგონის მხარდაჭერით, მონასტრის ძველი, მე-11 საუკუნის მარანი დიდი სიფრთხილით იქნა აღდგენილი თავდაპირველი სახით. ადგილობრივმა ბერებმა ალავერდში კვლავ აღადგინეს განსაკუთრებული სამონასტრო ღვინის შექმნის ხელოვნება. მათი საყრდენი ქვევრში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვან მეთოდი გახლდათ — პროცესი, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული და წინაპრების წმინდა მემკვიდრეობად განიხილება. ამ მეთოდის ყოველი ეტაპის ზედმიწევნით ზუსტად შესრულება – ყურძნის შერჩევიდან ქვევრის დალუქვამდე, ასახავს ღრმა პატივისცემას ისტორიისა და ქვეყნის მიმართ.

ისტორიით ნაკარნახევი გზა
ყოველი დეტალი, ყოველი ნაბიჯი, ნაკარნახევია იმ საუკუნოვანი ცოდნით, რომელიც დიდი სიფრთხილით გადამოეცა თაობიდან თაობას. შეიცანი ის განსხვავება, ის უნიკალურობა, რასაც მხოლოდ ჭეშმარიტი მემკვიდრეობა გთავაზობს. რადგან, ის, რაც ნამდვილი იყო 8,000 წლის წინ, დღესაც ფუნდამენტურ ღირებულებად რჩება.
დღეს, ეს სიყვარულით აღორძინებული მარანი არის ადგილი, სადაც ბადაგონის ქვევრის ღვინოები იქმნება, მათ შორის ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორიცაა „ალავერდის ტრადიცია“, „საფერავი“, „ქისი“ და „ხიხვი“. წინაპართა ამ უნიკალური ცოდნის შენარჩუნებისათვის გაწეული ძალისხმევა როგორც შთამაგონებელი, ასევე იმედისმომცემია. ეს ჩვენი გამარჯვებაა! ჩვენ ვხარობთ იმით, რომ ბადაგონმა წვლილი შეიტანა ასეთი მნიშვნელოვანი კულტურული საგანძურის გადარჩენაში, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალ თაობებს ექნებათ შესაძლებლობა, შეეხონ დროში გამოცდილი ქართული ტრადიციების შედეგად დაბადებულ ღვთიურ სასმელს – ღვინოს.

მონასტრის ისტორიულ მარანში დაყენებული ბადაგონის ქვევრის ღვინოების დაგემოვნება ისტორიასთან პირდაპირ შეხებას ჰგავს. ამ ღვინოების ყოველი ყლუპი საუკუნეების ექოს ატარებს, რომელიც გადაგიყვანთ სამყაროში, სადაც ერთგულება, ოსტატობა და ტრადიცია ერთიანდება და გამოგზაურებთ საქართველოს საინტერესო მოვლენებით მდიდარ წარსულში.