ჩვენი პროდუქტის სრულყოფილების საფუძველი - ჩვენი ტერუარი და მეცნიერული ცოდნით გამყარებული ოსტატობა

საქართველო, რომელიც კავკასიის რეგიონში, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს, ისტორიულად ასრულებდა დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდის ერთგვარ ფუნქციას. ღვინოს უდიდესი შინაარსი და მნიშვნელოვა აქვს ქართველი კაცისთვის – ეს გახლავთ განახლების, რეგენერაციის, სიძლიერის, აყვავებისა და სტუმართმასპინძლობის სიმბოლო. ღვინოს ღრმად აქვს გადგმული ფესვები ქართულ კულტურაში და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ღვინო და ქართველი ერის ისტორია შერწყმულია ერთმანეთთან. ვაზისა და ღვინის მოტივები გვხვდება ყველგან – უძველეს სალოცავებში, მითებში, ცაკვაში, ფაქტიურად თითოეულ ტაძარში მთელი ქვეყნის მასშტაბით და რათქმაუნდა, მონასტრების მარნებში. საქართველო მიჩნეულია ღვინის სამშობლოდ, ღვინის მსოფლიო აკვნად – არქეოლოგიური მტკიცებულებები გვამცნობენ, რომ აქ მეღვინეობა 8 000 წლის წინ დაიწყო და ეს საოცარი ტრადიცია დღემდე უწყვეტად გრძელდება.

ეს ჩვენთვის, ზუსტად სანუკვარი ვენახი წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას - ეს არის ჩვენი ხელობის ცოცხალი გული. ეს არის გადამწყვეტი პირველი ნაბიჯი იმ განსაკუთრებული ღვინის შექმნისკენ, რომელიც განასახიერებს საქართველოს არსს.

ახაშენი

ახაშენის მიკროზონა, რომელიც განთქმულია საფერავის ჯიშის ყურძნით, გამოირჩევა უნიკალური მიკროკლიმატითა და ნიადაგით. აქ გაშენებული ჩვენი ვენახებიდან მოწეული ყურძენი იდეალურია ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინის დასაყენებლად. აქაური ნიადაგი თიხისა და კირქვის ნაზავია, მაღალი ტუტე არის შემცველობით, რაც საბოლოო ჯამში ღვინოს დახვეწილ და ელეგანტურ ხასიათს ანიჭებს. ყურძენი სრულ სიმწიფეს სექტემბრის ბოლოს – ოქტომბრის დასაწყისში აღწევს, ხასიათდება დაბალი მჟავიანობითა და შაქრის მაღალი კონცენტრაციით. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საფერავის ჯიშის განსაკუთრებულ თვისებებს.

მუკუზანი

მუკუზნის მიკროზონა, სადაც ბადაგონის საფერავის ვენახებია გაშენებული, მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის, სხეულიანი, მუქი წითელი მშრალი ღვინოების დაყენებას. აქაური ნიადაგი ქმნის იდეალურ პირობებს პრემიუმ ხარისხის ყურძნის მოსაყვანად, რომელიც სიმწიფეს სექტემბრის მეორე ნახევარში აღწევს. ნიადაგი ხრეშისა და წითელი თიხის ნაზავია, ზომიერი ტუტე არით, ხოლო ყურძენში შაქრის კონცენტრაცია მაღალია. აქაური საფერავის ჯიშის ყურძნისგან მიღებულ ღვინოს ინტენსიური გემო და არომატული მახასიათებლები აქვს, რაც მის გამორჩეულობას უსვამს ხაზს.

ყვარელი

ყვარელში, ქინძმარაულის მიკროზონაში მდინარე დურუჯის მიერ მთებიდან ჩამოტანილი ფიქალისგან წარმოქმნილ ნიადაგზე გაშენებულ ჩვენს ვენახებში, მაღალი ხარისხის საფერავის ყურძენი მოგვყავს. გრძელი, თბილი ზაფხული და ალუვიური არაკარბონირებული ნიადაგი კარგი წინაპირობაა ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოების დასაყენებლად. ოქტომბრის დასაწყისში მოკრეფილი ყურძენი გამოირჩევა შავი კენკრის ინტენსიური არომატითა და შაქრის მაღალი კონცენტრაციით, რაც ქინძმარაულის საფერავს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს.

აკურა

აკურა წინანდლის მიკროზონაში მდებარეობს და გამოირჩევა რქაწითელის ჯიშის ვენახებით. აქ მოყვანილი ყურძნისგან ვქმნით მაღალი ხარისხის, ევროპული სტილის მშრალ თეთრ ღვინოებს. ნიადაგი, რომელიც მდიყდარია კირქვითა და თიხით და აქვს ძლიერი ტუტე არე, უზრუნველყოფს რქაწითელის უნიკალურ გემოვნურ მახასიათებლებს. რთველი აქ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. შაქრის კონცენტრაცია ყურძენში მაღალია, ხოლო მჟავიანობა – დაბალანსებული.

ალავერდი

ალუვიურ, ყვითელ თიხის ნიადაგზე გაშენებული ბადაგონის საფერავის ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან ელეგანტურ, წითელ მშრალ ღვინოებს ვაყენებთ. აქ ყურძენი სრულ სიმწიფეს ოქტომბრის დასაწყისში აღწევს. შაქრის მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს დახვეწილი ღვინის მიღებას შედარებით დაბალი მჟავიანობით, რაც ზრდის მის ელეგანტურობას.

მაღრაანი

მაღრაანის მიკროზონა, სადაც ბადაგონის ქისისა და საფერავის ვენახებია გაშენებული, გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებითა და ტყიდან წარმოშობილი ნეშომპალით მდიდარი ნიადაგით. რთველი აქ ოქტომბრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გრძელდება ჩვენი დაუღალავი შრომის წყალობით. აქაურ ყურძენს აქვს შაქრისა და მჟავიანობის მაღალი დონე, ჯიშური გემოები კი მკაფიოდ არის გამოხატული.

ხორხელი

ხორხელის მიკროზონა, რომელიც ზღვის დონიდან 400 მეტრზე მდებარეობს, ალავერდის მსგავსი ალუვიური ნიადაგით ხასიათდება. ამ სიმაღლეზე გაშენებული ყურძნის მჟავიანობა შედარებით უფრო მაღალია, რაც ღვინოში უფრო ინტენსიურ გემოს ქმნის.

გიორგიწმინდა

გიორგიწმინდაში გაშენებული ბადაგონის ვენახები ზღვის დონიდან 600–700 მეტრზე მდებარეობს. ეს ადგილი ცნობილია თავისი ციცაბო ფერდობებით. ყურძენი აქ სრულ სიმწიფეს ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის აღწევს, ხოლო აქაური ნიადაგი  შაქრისა და მჟავიანობის მაღალ დონეს უზრუნველყოფს, რაც საბოლოო ჯამში აისახება მაღალი ხარისხის, კარგად დაბალანსებულ წითელ მშრალ ღვინოში მდიდარი ხილის არომატებით.

თოხლიაური

თოხლიაურის მიკროზონა განთქმულია ყურძნის მრავალფეროვანი ჯიშებით, მათ შორის რქაწითელით, მწვანეთი და საფერავით. აქ ბადაგონის ვენახები გაშენებულია კირქვიან ნიადაგზე ზომიერი ტუტე არით. გრძელი, გრილი ზაფხული იდეალურ პირობებს ქმნის ცქრიალა ღვინის წარმოებისთვის, ხოლო აქ მოყვანილი ყურძენი გამოირჩევა ნაზი ჯიშური არომატებითა და შაქრის დაბალი კონცენტრაციით.