დოქტორი დონატო ლანატი
ბადაგონის მთავარი ენოლოგი ცნობილი იტალიელი დოქტორი დონატო ლანატი გახლავთ. 2014 წელს გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა „Wine Enthusiast“ დოქტორი ლანატი მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ენოლოგს შორის დაასახელა. მომდევნო წელს კი მას ღვინის ინდუსტრიის უმაღლესი საერთაშორისო ჯილდო „Oscar del Vino“ – ღვინის ოსკარი გადაეცა.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ დოქტორი დონატო ლანატი ხელმძღვანელობს მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო კვლევით ცენტრს „Enosis Meraviglia“ (იტალია).
აქ რევოლუციის მოსახდენად არ ჩამოვსულვარ, აქ ვარ იმისთვის, რომ შევისწავლო, დავიცვა და შევინარჩუნო ყოველი ვაზის ჯიში და ამით შევიტანო ჩემი წვლილი ქართული ცივილიზაციის მიერ გაწეულ უდიდეს საქმეში. ჩემი გულწრფელი მადლობა საქართველოს, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა, იმედია ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოემსახურება ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას. თავს „ბადაგონის“ ოჯახის ნამდვილ წევრად ვთვლი. დრ. დონატო ლანატი
დონატო ლანატის, როგორც ენოლოგისა და მეცნიერის წარმატების ისტორია ეფუძნება კვლევებისადმი მის განსაკუთრებულ მიდგომას და ინოვაციურ და არაორდინალურ გადაწყვეტილებებს. ყურძნის ანალიზი თანამედროვე სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით, მოწინავე ტექნოლოგიების გამოცდა, სრულყოფილებისკენ მუდმივი სწრაფვა და ღვინით უდიდესი გატაცება – ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომლებმაც დოქტორი ლანატი ჯერ მეღვინეობაში, შემდეგ კი საქართველოში ჩამოიყვანა. გამუდმებული კვლევები და ექსპერიმენტები, რომლებსაც ის „ენოსისში“ ატარებს, ერთადერთ მიზანს ემსახურება – ღვინის ხარისხის სრულყოფა მოწინავე სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით.
„მე აქ რევოლუციის მოსახდენად არ ჩამოვსულვარ, აქ ვარ იმისთვის, რომ შევისწავლო, დავიცვა და შევინარჩუნო ყოველი ვაზის ჯიში და ამით წვლილი შევიტანო ქართული ცივილიზაციის მიერ გაწეულ საქმეში. მსურს, გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლობა საქართველოს მიმართ იმისათვის, რომ ამდენი რამ მასწავლა. იმედი მაქვს, ჩემი ცოდნა და გამოცდილება დადებით სამსახურს გაუწევს ქართულ მრავალსაუკუნოვან მეღვინეობას. თავს ბადაგონის ოჯახის ნამდვილ წევრად მივიჩნევ.“ – ამბობს დოქტორი დონატო ლანატი
დოქტორი ლანატისთვის ღვინო არის პროდუქტი, რომელიც საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა. ყურძნის საიდუმლოებების ამოხსნის დაუოკებელი სურვილი არის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივაცია მისი საქართველოში ჩამოსვლისა და ბადაგონთან შეერთებისა.
დღეს, როგორც ენოლოგიის ექსპერტი, ის არის OIV-ის (ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია) ღირებული წევრი. დოქტორი ლანატი, როგორც ბადაგონის მთავარი ენოლოგი, მტკიცედ არის დარწმუნებული იმაში, რომ იმ ადამიანებისთვის სათანადო მომზადებისა და ცოდნის მიცემის გარეშე, რომლებიც ვენახებსა თუ მეღვინეობებში მუშაობენ, თითქმის შეუძლებელია ძლიერი იდენტობის მქონე ღვინის შექმნა. ბოლოს და ბოლოს, სწორედ მათი ხელით ხდება ღვინის დაყენება. ის მიიჩნევს, რომ ადამიანური უნარები, რომლებიც შერწყმულია სამეცნიერო ცოდნასთან, არის ყველაზე სწორი ფორმულა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ღვინომ, არა მხოლოდ დროის მოლოდინს, არამედ ღვინის მოყვარულთა და მომხმარებელთა გემოვნებასა და მოთხოვნებს ღირსეულად უპსუხოს.
სანდრო ქუმსიაშვილი
სანდრო ქუმსიაშვილი, ბადაგონის მთავარი მეღვინე, უმაღლესი პროფესიული განათლებითა და 25 წლიანი გამოცდილებით, უძღვება ბადაგონის ღვინოების შექმნისა პროცესის მართვას ყველა საფეხურზე ყოველდღიურ რეჟიმში. სანდროს მრავალრიცხოვანი გუნდი აერთიანებს ღვინოების ვინიფიკაციის, ფერმენტაციის, ლაბორატორიული კონტროლის, ჩამოსხმისა და სხვა განყოფილებებში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც შეყვარებულნი არიან თავის საქმეზე. სანდროს წვლილი ფასდაუდებელია ბადაგონის, როგორც ევროპული წესით დაყენებული ღვინოების, ასევე ქვევრის ღვინოების ხარისხის მუდმივობის შენარჩუნებაში უკვე მეორე ათწლეულია. ყოველივე ეს კი უხვად აისახება ბადაგონის მიერ ღვინის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე ყოველწლიურად აღებულ ოქროს მედლებსა თუ საუკეთესო ღვინის წოდებებში.

თავიდან რომ ვირჩევდე პროფესიას, კვლავ მეღვინეობას ავირჩევდი, რადგან, იყო ვეღვინე - ეს არის უფლის საჩუქარი, ვალდებულება შენი ქვეყნის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციის დაცვისა და დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნის, ოჯახისა და იმ კომპანიის წინაშე, რომელსაც წარმოადგენ. შენ ხარ მასპინძელი შენს ქვეყანაში და ელჩი - შენი ქვეყნის გარეთ. სანდრო ქუმსიაშვილი
სალომე სალაყაია
სალომე სალაქაია – ბადაგონის ენოლოგი, ენოლოგიისა და მევენახეობის მეცნიერებათა დოქტორი. კომპანიაში მისი ძირითადი ფოკუსია ტრადიციული ევროპული მეთოდებით დამზადებულ ღვინოებზე, რაც მოიცავს სხვადასხვა ღვინოებს – თეთრს, წითელს, როზეს და ცქრიალას. ყოველივე ეს გულისხმობს მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიებთან უშუალო მუშაობას, რათა მაღალი ხარისხის ღვინოები საკმაოდ დიდი მოცულობით ვაწარმოოთ. სალომემ ტურინის უნივერსიტეტში მიიღო განათლება, რაც დააგვირგვინა სხვადასხვა ცნობილ იტალიურ მეღვინეობებში პრაქტიკული მუშაობით. ამასთან, მან პრაქტიკული გამოცდილება მიიღო ღვინის დაყენების პროცესის ყველა ეტაპზე, დაწყებული ყურძნის მიღებიდან და დაწურვიდან, დამთავრებული დუღილით, დავარგებითა და ჩამოსხმით. „ის დრო, რაც „ენოსის მერავილიაში“ გავატარე, დოქტორ დონატო ლანატისა და დოქტორ დორა მარკის ხელმძღვანელობით, განსაკუთრებით შემეცნებითი იყო ჩემთვის. „ენოსისი“ მუშაობს წამყვან ღვინის კომპანიებთან, აანალიზებს ნიმუშებს და აწვდის ექსპერტულ რეკომენდაციებს. ჩემი როლი მოიცავდა ამ ნიმუშებზე სხვადასხვა ანალიზის ჩატარებას, რამაც ფასდაუდებელი გამოცდილება მომცა სამეცნიერო პრინციპების რეალური მეღვინეობის გამოწვევებთან მიმართებაში გამოსაყენებლად. სწორედ აქ ვისწავლე, თუ როგორ უნდა გამეერთიანებინა ეფექტურად სამეცნიერო მიდგომა სენსორულ შეფასებასთან, თუ როგორ აისახება ანალიტიკური მონაცემები მეღვინეობის გადაწყვეტილებებზე და თუ როგორ უწყობს ეს ხელს საბოლოო პროდუქტის ხარისხს“, – ამბობს სალომე.

ღვინო, განსაკუთრებით კი ქართული ღვინო, გულიდან წამოსული მემკვიდრეობაა. ჩვენ არა მხოლოდ სასმელს ვქმნით, არამედ ჩვენ ბოთლში ვაქცევთ ღრმა ემოციურ გამოცდილებასა და ათასწლეულების მანძილზე შემონახულ ვნებას, რომელიც დღეს უკავშირდება და რეზონანსში მოდის ღვინის მოყვარულებთან ყველგან, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. სალომე სალაყაია
პაოლო ლავანია
პაოლო ლავანია – ბადაგონის ენოლოგი, ენოლოგიისა და მევენახეობის მეცნიერებათა დოქტორია. მისი აკადემიური საფუძველი მოიცავს თავდაპირველ კვალიფიკაციას ალბას ცნობილი ენოლოგიური სკოლიდან, რასაც მოჰყვა მევენახეობა-ენოლოგიის ხარისხი ტურინის უნივერსიტეტში (იტალია). პაოლოს სოლიდური აკადემიური განათლება აქვს, რომელიც შერწყმულია პრაქტიკულ გამოცდილებასთან, რაც მან იტალიურ მეღვინეობის პრესტიჟულ რეგიონებში მიიღო, სადაც იგი ოსტატურად იყენებდა თეორიულ ცოდნას მეღვინეობის ანალიტიკურ პრაქტიკაში, ლაბორატორიულ და უშუალოდ წარმოების პროცესებში.
პაოლო ძალიან ღირებული ენოლოგია ბადაგონისთვის. ის თავის საქმიანობაში იდეალურად აბალანსებს ტრადიციების პატივისცემასა და ინოვაციებისკენ სწრაფვას. მის ძლიერ მხარეს წარმოადგენს ასევე, ღვინოსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობის სიღრმისეული წვდომა. მისი ყოვლისმომცველი გამოცდილება – დაწყებული მარანში მუშაობითა და ლაბორატორიული ანალიზებით, დასრულებული მომხმარებელთან უშუალო ურთიერთობით, ძლიერი საყრდენია ბადაგონის მეღვინეობის მომავლისთვის.

საქართველოში ღვინო გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სასმელი. ის ამ ქვეყნის იდენტობის ფუნდამენტური საყრდენია. მას ფესვები 8,000 წლიან ისტორიაში აქვს გადგმული, რაც ამ ქვეყანას მეღვინეობის მსოფლიო აკვნად აქცევს. საქართველომ საშუალება მომცა, აღმომეჩინა ჩემი პროფესიის უფრო პოეტური მხარე, რომელიც აქამდე უგულებელყოფილი მქონდა. სწორედ აქ გამიჩნდა ღვინის მიმართ ნამდვილი ვნება და სწორედ აქ მსურს გავაგრძელო ჩემი ცოდნის გაღრმავება და გაზიარება. პაოლო ლავანია



