ბადაგონის ღვინოებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვა! ![]()
![]()
![]()
![]()
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Mundus Vini ზაფხულის სეზონი, რომელიც გერმანიაში ჩატარდა, ბადაგონის ღვინოებმა კვლავ ოქროს მედლები მოიპოვა:
საფერავი რეზერვი
კახური წარჩინებული, წითელი მშრალი
ალავერდის ტრადიცია, წითელი მშრალი
ცქრიალა ღვინო მაესტრო ექსტრა ბრუტი
აღსანიშნავია, რომ “მაესტრო ექსტრა ბრუტი” ბადაგონის სრულიად ახალი ცქრიალა ღვინოა, რომელიც რამოდენიმე თვეა ბაზარზე გამოჩნდა და უკვე ოქროს მედლით დაჯილდოვდა ასეთ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე.
Mundus Vini ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის საერთაშორისო კონკურსია. ის უკვე 20 წელზე მეტია წელიწადში ორჯერ ტარდება. Mundus Vini-ის საზაფხულო კონკურსზე წელს წარმოდგენილი გახლდათ 12 000-ზე მეტი ღვინო 40 ღვინის მწარმოებელი ქვეყნიდან. ღვინოები 200-ზე მეტმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა.
ვულოცავთ ქართულ მეღვინეობას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!ლმა ექსპერტმა.
ვულოცავთ ქართული ღვინის მოყვარულებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!