1 2 3 4 5
პროდუქცია
საუკეთესო ქართული ღვინო საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს, საქართველოს ყველა სტუმარს და ღვინის მოყვარულთ მსოფლიოს მასშტაბით!
ჩვენი მისიაა, შევქმნათ საუკეთესო ქართული ღვინო ვაზის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან ისე, რომ უპირველეს ყოვლისა პატივი ვცეთ უძველეს ქართულ ტრადიციებს და ამავდროულად გამოვიყენოთ ღვინის მსოფლიო ინდუსტრიაში არსებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და მეცნიერული ცოდნა, და გავაცნოთ ის ღვინის მომხმარებელს მთელ მსოფლიოში.
&
ვქმნით საუკეთესო ქართულ ღვინოს ვაზის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან.
პროდუქცია
ალავერდის ტრადიცია
წითელი მშრალი

ალკოჰოლი:

14%

შაქრიანობა:

0-4 გ/ლ

ყურძნის ჯიში:

საფერავი 100%

ადგილწარმოშობა:

ალავერდის მონასტრის მიმდებარედ გაშენებული ვენახები

ფერი:

ალუბლისფერი

სურნელი:

მწიფე ალუბლისა და საფერავის ჯიშური არომატები.

გემო:

ელეგანტური და დახვეწილი, დასრულებული სტრუქტურით.

წარმოება:

ღვინის ფერმენტაცია ალავედის მონასტერში, მუხის ჩანებში მიმდინარეობს, რომელიც სპეციალურად კომპანია ბადაგონისათვის ცნობილმა იტალიურმა კომპანიამ “DELLA TOFFOLA” შექმნა, რომელიც აღჭურვილია ტემპერატურის კონტროლის სისტემით, ღვინის შემდგომი ფერმენტაცია და მაცერაცია მკაცრად კონტროლირებადი ტემპერატურის ქვეშ მიმდინარეობს. ღვინის დავარგება კი ფრანგული მუხის კასრებში 18 თვით ხდება.

რეკომენდაცია:

განსაკუთრებით უხდება ღორის, ხბოს და ბატკნის შემწვარ კერძებს.
ალავერდის ტრადიცია
ქვევრის ოქროსფერი ღვინო

ალკოჰოლი:

13.5%

შაქრიანობა:

0-4 გ/ლ

ყურძნის ჯიში:

რქაწითელი 100%

ადგილწარმოშობა:

ალავერდის მონასტრის მიმდებარედ გაშენებული ვენახები

ფერი:

ოქროსფერი

სურნელი:

საუცხოო, დასრულებული, ჰაეროვანი ბუკეტი

გემო:

გასაოცარი, დაუვიწყარი, სრულსხეულიანი, ელეგანტური და კომპლექსური

წარმოება:

ღვინო მზადდება ალავერდის მონასტრის მე-9 საუკუნის მარანში არსებულ ქვევრებში უძველესი ქართული ტრადიციული წესის სრული დაცვით.

რეკომენდაცია:

იდეალურია ნებისმიერ კერძთან
კახური წარჩინებული
წითელი მშრალი

ალკოჰოლი:

13.5%

შაქრიანობა:

0-4 გ/ლ

ყურძნის ჯიში:

საფერავი 100%

ადგილწარმოშობა:

ალავერდის მონასტრის მიმდებარედ გაშენებული ვენახები

ფერი:

მუქი ლალისფერი

სურნელი:

მუხის ტონებით გამდიდრებული ალუბლისა და ტყის ხილის არომატები

გემო:

სრული, დაბალანსებული გემო

წარმოება:

ფერმენტაცია მიმდინარეობს სპეციალურად დამზადებულ ჰორიზონტალურ რეზერვუარებში, რომელიც აღჭურვილია ტემპერატურის ავტომატური კონტროლის რეჟიმით. ღვინის დავარგება ხდება ფრანგულ მუხის კასრებში 12-16 თვით .

რეკომენდაცია:

განსაკუთრებით უხდება ღორის, ხბოს და ბატკნის შემწვარ კერძებს
კახური წარჩინებული
თეთრი მშრალი

ალკოჰოლი:

13.5%

შაქრიანობა:

0-4 გ/ლ

ყურძნის ჯიში:

კახური მწვანე (60%) და რქაწითელი (40%)

ადგილწარმოშობა:

ალავერდის მონასტრის მიმდებარედ გაშენებული ვენახები

ფერი:

ღია ჩალისფერი

სურნელი:

ცოცხალი, საუცხოო, განუმეორებელი და დახვეწილი

გემო:

სრული, ელეგანტური, კომპლექსური

წარმოება:

ყურძენი იკრიფება დილით ადრე. ყურძნის გადარჩევა ხდება ხელით და. დამუშავება მიმდინარეობს რედუქციული მეთოდით

რეკომენდაცია:

განსაკუთრებით უხდება სალათებსა და თევზეულს
ქინძმარაული
წითელი ნახ/ტკბილი

ალკოჰოლი:

12.0 %

შაქრიანობა:

30-50 გ/ლ

ყურძნის ჯიში:

საფერავი 100%

ადგილწარმოშობა:

ქინძმარაულის მიკროზონა

ფერი:

ლალისფერი

სურნელი:

შავი ხილის სასიამოვნო არომატი

გემო:

ჰარმონიული, დახვეწილი, სრული

წარმოება:

ბადაგონის ქარხანაში არსებული 3ტიპის ვინიფიკატორი გვაძლევს საშუალებას მივიღოთ განსაკუთრებული გემოვნური თვისებებისა და ბუკეტის წითელი ღვინო. ნახვერადტკბილ ღვინო მასალას ვინახავთ ბუნებრივად ნახევრადტკბილად.

რეკომენდაცია:

განსაკუთრებით უხდება ტკბილეულს, დესერტს
წინანდალი
თეთრი მშრალი

ალკოჰოლი:

13.0%

შაქრიანობა:

0-4 გ/ლ

ყურძნის ჯიში:

რქაწითელი 85% და კახური მწვანე 15%

ადგილწარმოშობა:

წინანდლის მიკროზონა

ფერი:

ღია ჩალისფერი

სურნელი:

ნაზი, ჰაეროვანი ბუკეტი

გემო:

სრულსხეულიანი და კომპლექსური

წარმოება:

კომპანიაში არსებული ტეკნოლოგიური აღჭურვილობები იძლევა იმის საშუალებას, რომ გაკონტროლდეს ტემპერატურული რეჟიმი, ყურძნის მიღებიდან ღვინო მასალის შენახვამდე. განსაკუთრებით ალკოჰოლური დუღილის დროს, რომელიც უზრუნველყოფს ყურძნისეული არომატების მაქსიმალურად შენარჩუნებას

რეკომენდაცია:

განსაკუთრებით უხდება სალათებსა და თევზეულს
ალაზნის ველი
თეთრი ნახ/ტკბილი

ალკოჰოლი:

12.5%

შაქრიანობა:

30-50 გ/ლ

ყურძნის ჯიში:

რქაწითელი 100%

ადგილწარმოშობა:

ალაზნის ველზე გაშენებული ვენახები

ფერი:

ღია ჩალისფერი

სურნელი:

ნაზი არომატით გამოხატული კომშის ტონები

გემო:

ელეგანტური, ხალისიანი და ჰარმონიული

წარმოება:

კომპანიაში არსებული ტეკნოლოგიური აღჭურვილობები იძლევა იმის საშუალებას, რომ გაკონტროლდეს ტემპერატურული რეჟიმი, ყურძნის მიღებიდან ღვინო მასალის შენახვამდე. განსაკუთრებით ალკოჰოლური დუღილის დროს, რომელიც უზრუნველყოფს ყურძნისეული არომატების მაქსიმალურად შენარჩუნებას.

რეკომენდაცია:

განსაკუთრებით უხდება ტკბილეულსა და დესერტს
ბადაგონი ბრუტი
ბრუტი ცქრიალა ღვინო

ყურძნის ჯიში:

კახური მწვანე 100%

ფერი:

ღია ჩალისფერი

სურნელი:

მწვანე ვაშლის დელიკატური ბუკეტი

გემო:

ციტრუსების მსუბუქი და განუმეორებელი არომატი

წარმოება:

პრემიუმ კლასის ცქრიალა ღვინო, დამზადებული უმაღლესი ხარისხის ყურძნისგან , ყურძენს ირჩევა ხელით და ვიღებთ სპეციალურად მოწყობილ პრემიუმ ღვინოებისთვის განკუთნილ მიმღებში. ცქრიალა ღვინო ბრუტი დამზადებულია “Charmat” –ის მეთოდით

რეკომენდაცია:

მიირთით აპერიტივად ან ნებისმიერ კერძთან, დესერტთან
ბადაგონი როზე
ნახ/ტკბილი ცქრიალა ღვინო

ყურძნის ჯიში:

საფერავი 100%

ფერი:

ღია ვარდისფერი

სურნელი:

ყვავილებისა და ტკბილი ხილის ბუკეტი

გემო:

მწიფე ხილისა და სხვადასხა კენკროვანის ნაზი არომატი

წარმოება:

პრემიუმ კლასის ცქრიალა ღვინო, ყურძენს ირჩევა ხელით და ვიღებთ სპეციალურად მოწყობილ პრემიუმ ღვინოებისთვის განკუთნილ მიმღებში. დამზადებული “Charmat” –ის მეთოდით, ნარჩევი საფერავის ჯიშის ყურძნისაგან.

რეკომენდაცია:

მიირთვით აპერიტივად ან ნებისმიერ კერძთან, დესერტთან
მაესტრო ნახ/მშრალი
ნახ/მშრალი ცქრიალა ღვინო

ალკოჰოლი:

10-12%

ყურძნის ჯიში:

რქაწითელი, კახური მწვანე

ფერი:

ჩალისფერი

სურნელი:

გაზაფხულის ყვავილების არომატი

გემო:

მსუბუქი და დელიკატური, ხილის ტონებით მდიდარი

წარმოება:

დამზადებული “Charmat” –ის მეთოდით ნარჩევი ყურძნისაგან

რეკომენდაცია:

მიირთვით ნებისმიერ კერძთან და დესერტთან
სიახლეები
„ბადაგონის“ ტრიუმფალური სვლა ევროპაში გრძელდება
15.05.2019

„ბადაგონი“, როგორც საქართველოს მეღვინეობის ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, აგრძელებს ტრიუმფალური გამარჯვებების მოპოვებას მსოფლიო საერთაშორისო კონკურსებზე.

 

ამჟერად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე „CONCOURS MONDIAL DE BRUXELLES 2019“ ბადაგონმა ქართული ღვინო ღირსეულად წარმოადგინა და რეკორდული მაჩვენებელი - ერთდროულად 3 ოქროს მედალი მოიპოვა!

 

კონკურსზე ოქროს მედლის მფლობელ ღვინოებად ბადაგონის „საფერავი რეზერვი 2010“ წითელი მშრალი, „კახური წარჩინებული“ წითელი მშრალი და „კახური წაჩინებული“ თეთრი მშრალი ღვინო დასახელდა!

 

მსოფლიოში ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის „ბადაგონი“ უკვე აღიარებული მსოფლიო ბრენდია. მხოლოდ, უკნასკნელი 4 წლის განმავლობაში „ბადაგონს“ 43 საერთაშორისო კონკურსზე მოპოვებული აქვს 111 მედალი. აქედან თითქმის ნახევარი ოქროსია.

 

კონკურსში წელს 10 000-მდე ღვინომ მიიღო მონაწილეობა 46 ქვეყნიდან, რაც მის მასშტაბურობას ცალსახად უსვამს ხაზს. კონკურსს უკვე 25-წლიანი გამოცდილება აქვს და ის უნიკალურია ღვინოების შერჩევის მაქსიმალურად მკაცრი და ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით.

 

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონის პროფესიონალი ენოლოგებით, ღვინის საუკეთესო სპეციალისტებითა და კრიტიკოსებით. კონკურსი ბელგიაშია დაფუძნებული, თუმცა ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და წელს ის შვეიცარიაში გაიმართა.

 

ოქროს მედლის მფლობელი სამივე ღვინო ბადაგონის მთავარი ენოლოგის, დოქტორი დონატო ლანატის მიერაა შექმნილი ალავერდის მონასტრის მიმდებარედ გაშენებული ვენახებიდან მოწეული რჩეული ყურძნისგან. აღსანიშნავია, რომ დოქტორი დონატო ენოლოგთა მსოფლიო ხუთეულში სახელდება და მეღვინეობის საერთაშორისო ჯილდოს, ღვინის ოსკარის მფლობელია. სამივე ღვინო უკვე საკმაოდ ტიტულოვანია - ღვინომ „საფერავი რეზერვი 2010“ ბოლო 1 წლის მანძილზე უკვე 12 ოქროს მედალი მოიპოვა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე!

 

„CONCOURS MONDIAL DE BRUXELLES 2019“ კონკურსზე მაღალი კონკურენციის მიუხედავად ბადაგონმა კვლავ შეძლო საუკეთესო შედეგის მოპოვება, რაც დიდი მოტივაციაა სამომავლო წარმატებებისათვის. ბადაგონისა და ქართული ღვინის თითოეულ გულშემატკივარს გილოცავთ ამ რეკორდული მაჩვენებლის მიღწევას!

ბადაგონმა 3 ოქროს მედალი ერთდროულად მოიპოვა!
27.02.2019

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე „MUNDUS VINI", რომელიც გერმანიაში იმართება, ბადაგონის წითელმა ღვინოებმა „საფერავი რეზერვი 2010“, „ალავერდის ტრადიციები“ და „კახური წარჩინებული“ ოქროს მედლები მოიპოვა!

 

კუნკურსში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა ღვინომ მიიღო სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. კონკურსის მონაწილეებს სახელგანთქმული პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური აფასებს, რომელიც ენოლოგების სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან შედგება.

 

ასე რომ, ბადაგონი აგრძელებს საერთაშორისო ექსპერტების გაოცებას და ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში.

 

ვულოცავთ საქართველოს ამ გამარჯვებას!

ბადაგონი მსოფლიოში საუკეთესო ღვინოების ასეულშია!
30.10.2018

პირველად ქართული ღვინის ისტორიაში, ავსტრალიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სიდნეის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე ბადაგონის წითელი მშრალი ღვინო „ალავერდის ტრადიციები“ ჟიურიმ მსოფლიოს 100 საუკეთესო ღვინოს შორის აღიარა!

 

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობას მეღვინეობის სფეროში ყველაზე სახელგანთქმული ქვეყნების ღვინოები იღებდა და კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იყო ღვინის ექსპერტებით ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, შვეიცარიიდან, ამერიკიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან და სხვა.

 

სიდნეის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე 40 წელია იმართება და აქ გამარჯვება ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან კონკურსის შეფასების კრიტერიუმები და პროცესი საკმაოდ რთულია - თითოეული ღვინო შეფასების რამდენიმე ფაზას გადის.

 

მიუხედავად ურთულესი კონკურენციისა, ბადაგონის „ალავერდის ტრადიციამ“ გამარჯვებულის სტატუსი მოიპოვა. ვულოცავთ ბადაგონისა და ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს!

ბადაგონის ტრიუმფალური გამარჯვება!
27.08.2018

ჩინეთსა და ჰონგ კონგში ყველაზე დიდ და ყველაზე პრესტიჟულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე CWSA (China Wine & Spirit Competition) ბადაგონმა ერთდროულად სამი ორმაგი ოქროს მედალი მოიპოვა!

 

ეს უმაღლესი ჯილდო წილად ხვდა ბადაგონის პრემიალური ხარისხის ქვევრის და წითელ ღვინოებს „ალავერდის ტრადიცია“ და ბადაგონის ჭაჭას. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები მსოფლიოს 55 ქვეყნიდან. გამარჯვებულების შერჩევა მოხდა ბრმა 

დეგუსტაციის შედეგად ჟიურის 100 წევრის მიერ, რომლებიც წარმოადგენენ საუკეთესო სომელიეებს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპერტებსა და იმპორტიორებს ჩინეთში.

 

ორმაგი ოქრო - ეს კონკურსის უმაღლესი ჯილდო და დიდი აღიარებაა, რომელიც კიდევ უფრო ფართოდ უხსნის გზას ბადაგონს და მთლიანად ქართულ ღვინოს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე. ყველა ქართველს ვულოცავთ ამ გამარჯვებას!

1 2 3 4
ენოლოგი
დონატოს შესახებ

კომპანია ”ბადაგონის” მთავარი ენოლოგი იტალიელი დოქტორი დონატო ლანატი გახლავთ. მეღვინეობის სფეროში ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა "Wine Enthusiast" 2014 წელს დოქტორი ლანატი მსოფლიო ენოლოგთა ხუთეულში დაასახელა. მომდევნო წელს კი იგი მეღვინეობის უმაღლესი საერთაშორისო  ჯილდოთი - ღვინის ოსკარით  "Oscar del Vino” დაჯილდოვდა.  

 

დოქტორი ლანატი მსოფლიოში სახელგანთქმული ლაბორატორიის, ღვინის საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის "Enosis Meraviglia" (იტალია) ხელმძღვანელია და ასევე 2014 წლიდან საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულია.
დონატი ლანატიმ წარმატებას იმ უნიკალური კვლევითი მიდგომის დამსახურებით მიაღწია, რომელიც მუდმივ ინოვაციასა და ექსტრაორდინალურ გადაწყვეტილებებს გულისხმობს.  
ყურძნის თანამედროვე მეცნიერული მეთოდებით კვლევა, უახლესი ტექნოლოგიების გამოცდის წყურვილი, მუდმივი განვითარების სურვილი, ღვინის დიდი სიყვარული - სწორედ ესაა იმ მიზეზთა ჩამონათვალი, რამაც დონატი ლანატი ჯერ მეღვინეობაში, შემდეგ კი საქართველოში მოიყვანა.

ჯილდოები
2020
2019
Catad'od Wine Awards (ჩილე)
Decanter (ბრიტანეთი)
Concours Mondial De Bruxelles
IWSC (ბრიტანეთი)
Challenge International Du Vin (საფრანგეთი)
Vinagora Wine Competition (უნგრეთი)
Vinalies Internationales (საფრანგეთი)
Frankfurt International Trophy (გერმანია)
Bacchus (ესპანეთი)
Mundus Vini (საქართველო)
Asian Wine Review (ჩინეთი)
2018
International Wine Challenge (ბრიტანეთი)
Sydney International Wine Competition (ავსტრალია)
Cathay Pacific Wine and spirit competition (ჩინეთი)
China Wine & Spirits Awards (ჩინეთი)
Japan Wine Challenge (იაპონია)
Mondial des Vins Extrêmes Cervim (იტალია)
The International Wine & Spirit Competition (ბრიტანეთი)
Black Sea Winemaking Forum (ბულგარეთი)
AWSA (ჩინეთი)
Catavinum World Wine & Spirit Competition (ესპანეთი)
Decanter Asia Wine Awards (ჩინეთი)
Galicja Vitis (პოლონეთი)
Mundus Vini (გერმანია)
International Wine Awards (ესპანეთი)
Decanter (ბრიტანეთი)
Asian Wine Review (ჩინეთი)
2017
GLASS OF BUBBLY (ბრიტანეთი)
International Wine Challenge (ბრიტანეთი)
Decanter Asia Wine Awards (ჩინეთი)
Japan Wine Challenge (იაპონია)
AWSA (ჩინეთი)
Frankfurt International Trophy (გერმანია)
International Wine Awards (ესპანეთი)
Mundus Vini (გერმანია)
Mondial des Vins Extrêmes Cervim (იტალია)
Prod-expo (რუსეთი)
2016
Cathay Pacific Wine and spirit competition (ჩინეთი)
Japan Wine Challenge (იაპონია)
Mundus Vini (გერმანია)
Decanter (ბრიტანეთი)
2015
Japan Wine Challenge (იაპონია)
2011
Concours Mondial de Bruxelles (ბელგია)
Decanter (ბრიტანეთი)
2010
Concours Mondial de Bruxelles (ბელგია)
Mundus Vini (გერმანია)
Decanter (ბრიტანეთი)
2009
Concours Mondial de Bruxelles (ბელგია)
International Wine Challenge (ბრიტანეთი)
2008
Concours Mondial de Bruxelles (ბელგია)
Mundus Vini (გერმანია)
Terravino (ისრაელი)
2
0
ჯილდოები