ბადაგონის ადამიანები
ენოლოგები.
ქართული ღვინო ერთობლივი ოსტატობის ნაყოფია. გაიცანით ადამიანები, რომელთა ცოდნა, კვლევა და ყოველდღიური შრომა თითოეული ბოთლის ხასიათს ქმნის.
მთავარი ენოლოგი
„ბადაგონის“ მთავარი ენოლოგი და იტალიაში მდებარე კვლევითი ცენტრის, Enosis Meraviglia-ს ხელმძღვანელი. მისი საქმიანობა მევენახეობასა და მეღვინეობაში სამეცნიერო კვლევების გამოყენებასა და ქართული ვაზის თითოეული ჯიშის უნიკალური ხასიათის შენარჩუნებას ემსახურება.

მთავარი მეღვინე
სანდრო ღვინის წარმოების ყველა ეტაპს ხელმძღვანელობს — ღვინის დაყენებიდან და დუღილის პროცესიდან დაწყებული, ლაბორატორიული კონტროლითა და ჩამოსხმით დასრულებული. მისი საქმიანობა აერთიანებს წარმოების თითოეულ ეტაპზე სიზუსტის დაცვასა და როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებით, ისე ქვევრის ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინოების ინდივიდუალური ხასიათის შენარჩუნებას.

ენოლოგი
ღვინისადმი ინტერესი და მეღვინეობის მუდმივი განვითარების სურვილი სალომე სალაყაიას პროფესიული გზის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა. მან განათლება იტალიაში, ტურინის უნივერსიტეტში, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით მიიღო და გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ამ სფეროში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. პროფესიული გამოცდილება ასევე დააგროვა დოქტორ დონატო ლანატისთან თანამშრომლობით, მის კვლევით ცენტრ Enosis Meraviglia-ში. „ბადაგონში“ სალომე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ღვინის კვლევას, ახალი პროექტების განვითარებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას ახმარს. მისი საქმიანობა თანამედროვე მეღვინეობის შესაძლებლობების ძიებასა და ქართული მეღვინეობის ტრადიციების შენარჩუნებას აერთიანებს.

მარნიდან სუფრამდე
