ალავერდი / კახეთი, საქართველო
ალავერდის
მონასტრის მარანი.
ალავერდის ისტორიულ კედლებში ქართული სამონასტრო მეღვინეობის ტრადიცია დღემდე გრძელდება, ღვინოს აქ კვლავ მიწაში ჩაფლულ ქვევრებში აყენებენ.

ცოცხალი მემკვიდრეობა
მარანი,
რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია.
ალაზნის ველზე, კავკასიონის მთების კალთებთან მდებარე ალავერდის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში რწმენის, ცოდნისა და მეღვინეობის მნიშვნელოვანი კერა იყო.
არქეოლოგიური კვლევების შედეგად აღმოჩენილია XI საუკუნის მარანი, სადაც 40-ზე მეტი ქვევრია შემორჩენილი. ეს თიხის ჭურჭელი ქართული სამონასტრო მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის დასტურია, რომელსაც ბერების თაობები ინახავდნენ და აგრძელებდნენ.
2006 წელი — ახალი ეტაპის დასაწყისი.
„ბადაგონმა“ თავისი წვლილი შეიტანა მონასტრის ისტორიული მარნის აღდგენაში, რის შედეგადაც ალავერდის ბერებმა მეღვინეობის ტრადიციის გაგრძელება და განახლებულ მარანში ღვინის დაყენება შეძლეს.

მიწა. ყურძენი. დრო.
ქვევრის ტრადიციამარნიდან თქვენს ჭიქამდე
ტრადიცია
თითოეულ ჭიქაში.
აღდგენილ მარანში „ბადაგონის“ ქვევრის ღვინოები მზადდება, მათ შორის „ალავერდის ტრადიცია“, საფერავი, ქისი და ხიხვი.
კოლექციის გაცნობა