„ბადაგონის“ კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება — დიდ ბრიტანეთში, ლონდონში გამართულ ცქრიალა ღვინოების პრესტიჟულ კონკურსზე, Glass of Bubbly Awards 2026, კომპანიის ორმა ცქრიალა ღვინომ, Badagoni Rosé-მ და Maestro Saperavi-მ, უმაღლესი შეფასება და ოქროს მედლები დაიმსახურა.
Glass of Bubbly Awards ცქრიალა ღვინოებისა და შამპანურის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო პლატფორმაა. წელს კონკურსმა მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ასობით გამორჩეული ღვინო გააერთიანა.
გამარჯვებულები საერთაშორისო ღვინის ექსპერტებისა და სომელიეებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე გამოავლინა.
ეს აღიარება „ბადაგონისთვის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ცქრიალა ღვინოების ხარისხსა და გამორჩეულ ხასიათს წარმოაჩენს.

