სიახლეები და ღონისძიებები

ბადაგონი ბელგრადში ქართული ღვინის მემკვიდრეობას წარადგენს

ბადაგონმა ბელგრადში, Wine Vision by Open Balkan-ის ფარგლებში, ღვინის საერთაშორისო პროფესიონალებს ქართული მეღვინეობის 8,000-წლიანი ისტორია, ადგილობრივი ვაზის ჯიშები და ქვევრის ღვინის ტრადიცია გააცნო.

ბადაგონი ბელგრადში ქართული ღვინის მემკვიდრეობას წარადგენს

ბადაგონი Wine Vision by Open Balkan-ზე | ბელგრადი, სერბეთი

ბელგრადში გამართულმა Wine Vision by Open Balkan-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის სფეროს პროფესიონალებს უმასპინძლა. ღონისძიების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მასტერკლასები ჩაატარეს ცნობილმა Master of Wine-ებმა და დარგის ექსპერტებმა, მათ შორის, ღვინის კრიტიკოსმა ჯეიმს საკლინგმა.

ბადაგონის გუნდმა წარადგინა მასტერკლასი — „საქართველოს ღვინის 8 000-წლიანი ისტორია“, სადაც მონაწილეებს ქართული მეღვინეობის ტრადიციები, ადგილობრივი ვაზის ჯიშები და ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდი გააცნო. სტუმრებმა ასევე დააგემოვნეს ბადაგონის ღვინოები.

ბადაგონი აგრძელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებას.

Share
ყველა სიახლე და ისტორია